ჟურნალისტ კრისტიან ფოლკის ინფორმაციით, “ბაიერნს” “ჰონფენჰაიმის” 23 წლის კოსოველი ფორვარდის ფისნიკ ასლანის დამატება სურს.
ახალგაზრდა შემტევს ძალიან კარგი სეზონი აქვს და არ არის გამორიცხული, რომ მიუნხენურმა გრანდმა მისი დამატება ამ ზამთარსვე სცადოს.
ინფორმაციისთვის, ასლანიმ მიმდინარე სეზონში ზინსჰაიმური გუნდის ფორმა 17 შეხვედრაში მოირგო, სადაც 7 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა.
თუ კოსოვოელი თავდამსხმელის ტრანაფერი მართლაც შედგება, დიდია ალბათობა იმისა, რომ “რეკორდმაისტერმა” “ჩელსიდან” იჯარით დამატებული ნიკოლას ჯექსონი არ გამოისყიდოს, რომლის ტრანაფერზეც “ბაიერნში” ამბობენ, რომ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.