„უდინეზე“, რომელმაც ერთი კვირის წინ ნაპოლის სძლია (1:0), სერია A-ს მეთექვსმეტე ტურში გასვლაზე „ფიორენტინასთან“ 1:5 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ მერვე წუთზე მსაჯმა მეკარე მადუკა ოკოიე გააძევა და უდინელებს ლამის მთელი მატჩის განმავლობაში რიცხობრივ უმცირესობაში მოუწიათ თამაში.
სტუმართა გუნდის მცველი საბა გოგლიჩიძე სათადარიგო იყო.
„უდინეზე“ 21 ქულით მეთერთმეტე ადგილზეა და 27 დეკემბერს „ლაციოს“ უმასპინძლებს.
ფლორენცია. „არტემიო ფრანკი“
ფიორენტინა – უდინეზე 5:1
გოლები: 1:0 მანდრაგორა (21), 2:0 გუდმუნდსონი (42), 3:0 ნდური (45+5), 4:0 კინი (56), 4:1 სოლე (66), 5:1 კინი (68)