“ბარსელონა” მარკუს რაშფორდის “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გამოსყიდვას გეგმავს, ამის შესახებ ინფორმაციას კატალონიურ კლუბთან დაახლოებული წყარო Mundo Deportivo ავრცელებს.
წყაროს ცნობით, თავდაპირველად “ლურჯ-ბროწეულისფერები” რაშფორდის “წითელი ეშმაკებიდან” გამოსყიდვას არ განიხილავდნენ, თუმცა “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი ინგლისელი შემტევის სათამაშო ფორმით აღფრთოვანებულია.
გამოცემის ინფორმაციით, “ბლაუგრანას” რაშფორდის 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვს.
მიმდინარე სეზონში მარკუსმა “ბარსელონას” მაისურით ყველა ტურნირზე 23 მატჩი გამართა, თავი კი 7 გატანილი გოლითა და 11 საგოლე პასით გამოიჩინა.