ლა ლიგის მეჩვიდმეტე ტურში “ვილიარეალი” “ბარსელონასთან” 0:2 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში გიორგი მიქაუტაძე მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა.
ქართველი ფორვარდის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს:
Whoscored 6.4, Flashscore 6.3, Sofascore 6.9.
“ვილიარეალს” 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 35 ქულით მე-4 ადგილზეა და 3 იანვარს “ელჩეს” ესტუმრება.