სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა შოკისმომგვრელი ვიდეო, რომელიც ასახავს თუ როგორ სცემს საავადმყოფოს უფროსი ექიმი საწოლზე მწოლიარე პაციენტს.
- გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალის მხრიდან აგრესიის მიზეზი ის გახდა, რომ დაზარალებულმა მის მიმართ მეტი პატივისცემით მოპყრობა მოითხოვა.
კადრებში ჩანს, როგორ აყენებს სამედიცინო პერსონალი მსხვერპლის თავს არეში დარტყმებს, მაშინ როცა უმწეო პაციენტი ხელებს იშვერს, რათა თავი დაიცვას, მას ცხვირი აქვს დასისხლიანებული, ამავდროულად მეორე ექიმი ცდილობს თავდამსხმელი შეაკავოს.

დაზარალებული, 36 წლის არჯუნ პანვარი, საავადმყოფოში სუნთქვის გაძნელების გამო იყო მოთავსებული და გამოკვლევების შემდეგ საწოლზე ისვენებდა.
მისი თქმით, ექიმმა მას უხეშად მიმართა და ჰინდურ სიტყვა “tu“ გამოიყენა, რაც უცნობებთან მიმართებაში უპატივცემულოდ ითვლება, როდესაც არჯუნმა ასეთი დამოკიდებულება გააპროტესტა და მოითხოვა, რომ მის მიმართ პატივისცემით ელაპარაკათ, ამას სიტუაციის გამწვავება მოჰყვა, რაც ექიმის მხრიდან მოულოდნელ, ძალადობრივი თავდასხმაში გადაიზარდა.