20 ივლისის ღამის საათებიდან 21 ივლისის დილამდე დედაქალაქის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ლოკალურად ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)
21 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +31 და ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა ფოთში. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
სოხუმში მზიანი დღეა მოსალოდნელი, +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მზიანი დღეა, დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიან ამინდს ელოდებიან. ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში უნალექო დღეა, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
ახალქალაქშიც იწვიმებს, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +16 იქნება.
ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი, +28 იქნება დღისით, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
მცირე ნალექს ელოდებიან გორში, დღისით +32 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.
ომალოში იწვიმებს. დღისით +23 ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ხანმოკლე წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავში მზეა ნავარაუდევი. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
მზიანი დღეა გურჯაანში, დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
რუსთავში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მცირე ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
