თელავში უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულია თელავის ხევი, რის გამო დატბორილია კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში მიედინება.
დატბორილია კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. დაზიანებულია ავტომობილები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო სამსახური და ადგილობრივი ხელისუფლება.
ვიდეო:ნათია წითელაური
კახეთში მოსალოდნელი ნალექის შესახებ ინფორმაციას გვთავაზობს თელავის ამინდის პროგნოზი.
