საქართველოს საპატროარქო განცხადებას ავრცელებს.
▪️ ამა წლის 8 აპრილს, დიდ ოთხშაბათს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სხვა სასულიერო პირებთან ერთად შვიდგზის ზეთისცხებას აღასრულებს.
▪️ 9 აპრილს, დიდ ხუთშაბათს, 10:00 საათზე მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წმინდა ბასილი დიდის წირვას აღავლენს, 18:00 საათზე კი წაკითხულ იქნება თორმეტი ვნების სახარება.
“▪️ 10 აპრილს, დიდ პარასკევს, 09:00 საათზე ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო შეასრულებს დიდ ჟამნობას, 14:00 საათზე – მწუხრის ჟამს და გარდამოხსნის გამოსვენებას.
▪️ 11 აპრილს, დიდ შაბათს, 23:00 საათზე მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს სააღდგომო ლიტურგიას.” – აღნიშნულია განცხადებაში.