ილია თოფურია საავადმყოფოში გადაიყვანეს – “ილიას სავარაუდოდ, თვალბუდის ძვალი აქვს ჩატეხილი”
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.
შეხვედრის შემდეგ ჩვენებური ადგილობრივ სავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც თავისა და სახის კომპიუტერულ ტომოგრაფიას ჩაუტარებენ. UFC-ისთვის იშვიათი შემთხვევა არ არის, რომ მებრძოლები სიფრთხილის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანონ. განსაკუთრებით, თუ სპორტსმენები სამრაუნდიან ბრძოლებში არიან ჩართულნი.
ქართველის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარი ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა უაითმაც გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ბრძოლის დასრულებისთანავე ქართველი საავადმყოფოში წაიყვანეს.
უაითმა თქვა, რომ სავარაუდოდ, ილიას თვალბუდის ძვალი აქვს ჩატეხილი და საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ სახლში უნდა წავიდეს და დაისვენოს, მას კი მხოლოდ ჯანმრთელობას უსურვებს. განაგრძეთ კითხვა>>>
