მოქალაქე ედიტა დანელიანი თბილისის ერთ-ერთ კერძო ბაღს მისი შვილის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებს. ის ამბობს, რომ აქვს დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულებები, სადაც ჩანს, როგორ “არაადამიანურად ექცეოდნენ ბავშვს”. ედიტა დანელიანი ვიდეოებიდან ამოღებულ კადრებს აქვეყნებს. “არ ვაპირებდი ამ ფოტოების დადებას, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ასე თუ დავიცავ ჩემ შვილს და დავამტკიცებ სიმართლეს! ვიდეოებს, რომ მორჩება გამოძიება, მერე გამოვაქვეყნებ! ვიდეოდან “დავსქრინე” და ცოტა ხარისხი გაუფუჭდა. აქ ჩანს ჩემი შვილი როგორ წევს იატაკზე საათობით! სადაც დაფარულია, იქ ბავშვები ზიან და თამაშობენ, როცა ჩემი შვილი გახდილი წევს იატაკზე!” – წერს ედიტა დანელიანი და ფოტოებს აქვეყნებს
