რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბაგა-ბაღების გაერთიანების ახალგაზრდა თანამშრომლის, მირანდა ჯალაღანიას მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ეს ტრაგიკული ამბავი დიდი დანაკლისია როგორც მისი ოჯახის, ისე ჩვენი გუნდისთვის.
თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, — ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.
„ჩვენო ციმციმა, მთელი ქალაქი ტირის, დაუჯერებელია შენი აღარ ყოფნა…“
ყველას გული იყავი, უზომოდ მოსიყვარულე და კეთილი“, — წერენ პოსტის კომენტარებში.
როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ახალგაზრდა ქალი, მოულოდნელად, სავარაუდოდ, თრომბით გარდაიცვალა